კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს (დასაშვები ხანგრძლივობა 5 აკადემიური წელი). სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. სემესტრი მოიცავს 19 კალენდარულ კვირას (21 კვირას-დამატებითი გამოცდის შემთვევაში) შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 38 კალენდარულ კვირაზე (42 დამატებითი გამოცდის შემთხვევაში).
1 ECTS კრედიტი უდრის 25 კრედიტ–საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ კრედიტ–საათს).
120 ECTS კრედიტიდან პროგრამაში 100 ECTS კრედიტი ეთმობა დარგობრივ და პროფესიულ სავალდებულო საგნებს და კვლევით კომპონენტს, ხოლო დარჩენილი 20 ECTS კრედიტი ეთმობა დარგობრივი და პროფესიული არჩევითი საგნებს.
იხილეთ პროგრამა
