განათლების ლიდერობა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილზე დაშვების წინაპირობა პროგრამის I ნაწილის გავლა. პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველ ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა იმისათვის, რომ ჩააბაროს აღნიშნული პროგრამის მეორე ნაწილზე.
აპლიკანტს ასევე მოეთხოვება:
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დადასტურება;
- უნივერსიტეტის შიდა გამოცდის წარმატებით ჩაბარება(გასაუბრება).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- დიპლომის და დანართის ნოტარიულად დამტკიცებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- NAEC-ის ბარათი;
- 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი (იგივე ჩაწერილი CD-ზე);
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის);
- CV / რეზიუმე;
- სამოტივაციო წერილი (არანაკლებ 400 სიტყვისა და არა უმეტეს 600 სიტყვისა);
- სარეკომენდაციო წერილი;
- ონლაინ რეგისტრაციის ფორმა.
სწავლის საფასური და დაფინანსება:
| პროგრამა | წლიური საფასური | წლიური საფასური - CU გრანტით |
| განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი | 6990 ლარი | 3495 ლარი |
CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება
მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.
თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.
CU გრანტის შენარჩუნების პირობები
1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები
- CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
- პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი.
- სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.
