განათლების პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე დაშვების წინაპირობაა პროგრამის I ნაწილის გავლა. პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველ ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა იმისათვის, რომ ჩააბაროს აღნიშნული პროგრამის მეორე ნაწილზე.აპლიკანტს ასევე მოეთხოვება:
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დადასტურება;
- უნივერსიტეტის შიდა გამოცდის წარმატებით ჩაბარება(გასაუბრება).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- დიპლომის და დანართის ნოტარიულად დამტკიცებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- NAEC-ის ბარათი; 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი (იგივე ჩაწერილი CD-ზე);
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის);
- CV / რეზიუმე;
- სამოტივაციო წერილი (არანაკლებ 400 სიტყვისა და არა უმეტეს 600 სიტყვისა);
- სარეკომენდაციო წერილი;
- ონლაინ რეგისტრაციის ფორმა.
გადახდის პირობები
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.
