CSM-ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

30 მაისი 2025

30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.

მედიის სკოლის შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება სტუდენტების აკადემიური-კვლევითი უნარების განვითარებასა და პროფესიული სპეციალიზაციის ხელშეწყობას.

 

კონფერენციის მიზანია მედიის სკოლის აქტუალური მიმართულებების გაშუქება და სტუდენტების წახალისება, ჩაერთონ აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

 

2025 წლის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მედიის სკოლის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, რომლებმაც წარმოადგინეს კვლევები თანამედროვე მედიის, კომუნიკაციისა და პიარის სფეროში. სტუდენტების ნამუშევრები გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით, კვლევის სიღრმითა და პრაქტიკული მნიშვნელობით.

 

კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ:

 

პირველი ადგილი – დიანა ჩაგოშვილი, პიარისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი

 

  • თემა: შიშის პარადოქსი: როგორ ხდება PR-ის გამორჩეული იარაღი მისი უდიდესი სისუსტე.

მისი კვლევა იკვლევდა, როგორ იყენებს პიარი შიშს როგორც ეფექტურ ინსტრუმენტს და როგორ შეიძლება ეს იარაღი იქცეს თავად პიარის სისუსტედ, თანამედროვე საკომუნიკაციო სტრატეგიების ჭრილში.

 

მეორე ადგილი – სონია ანასტასია ჰულსტი და ლიზი ჩიხლაძე, პიარისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტები

 

  • თემა: ტრადიციულ და ციფრულ მედიაში გაშუქებული რეკლამების ეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა.

კვლევა შეეხებოდა რეკლამის აღქმასა და გავლენას განსხვავებულ მედია არხებში – როგორ იცვლება მომხმარებელზე ზემოქმედების ძალა მედიაპლატფორმის ტიპის მიხედვით.

 

კონფერენცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მედიის სკოლის წვლილს მაღალი აკადემიური სტანდარტების განვითარებაში და ასახავს სტუდენტების მზარდ ჩართულობას თანამედროვე მედიის კრიტიკულ ანალიზში.