გერმანიის საუნივერსიტეტო ქალაქ მიუნსტერში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციამ ახალი მმართველი საბჭო აირჩია და ერთწლიანი სამოქმედო პროგრამა დაგეგმა.
კავკასიის მედიის სკოლა "European Youth4Media"-ს წევრი გასულ წელს გახდა. ქსელი 24 ქვეყნის 36 ორგანიზაციას აერთიანებს. მისი ეგიდით მომავალ წელს მედია პროფილის სტუდენტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის რამდენიმე ღონისძიება და ტრენინგია დაგეგმილი. კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტები ამიერიდან ევროპული ქსელის ყველა პროექტში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.
სკოლის ადმინისტრაცია ურჩევს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს თვალყური მიადევნონ ვებ-გვერდს: www.youth4media.eu, სადაც ქსელი მედიით, ხელოვნებითა და დემოკრატიული პროცესებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ხშირად აცხადებს კონკურსებს, სახელოსნოებსა და ტრენინგებს.
CSM “Youth4Media”-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე
11 იანვარი