5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ’’კონფლიქტების გაშუქება’’.
კონფერენციის მონაწილეები შეაფასეს საკონკურსო კომისიის წევრებმა შემდეგი შემადგებლობით:
ნინო ჟიჟილაშვილი - კავკასიის მედიის სკოლის დეკანი;
შალვა მაჭავარიანი - კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;
სალომე მათიაშვილი - კავკასიის მედიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო აკადემიური პროგრამების დირექტორი.
ჟიურის გადაწყვეტილებით დასახელდნენ გამარჯვებულები:
I ადგილი თემისთვის: ’’აგვისტოს ომი ქართულ მედიაში’’.
- თათია გაჩეჩილაძე
- სალომე ელბაქიძე
- თამარ აბუაშვილი
- ცირა კახიძე
II ადგილი თემისთვის: ’’ტელევიზიებისა და ინტერნეტგამოცემების ტენდენციები სირიის კონფლიქტის გაშუქებისას’’.
- თამარ მანჯავიძე
- ქეთევან გუნცაძე
- ანი ლორია
III ადგილი თემისთვის: ’’აფხაზეთის ამბები ქართულ მედიაში’’.
- მანანა ზარქუა
- თამარ კილაძე
კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.