პროგრამის მონაწილე გუნდებს ორიგინალური ვიდეო მასალების შექმნა დაევალათ. კონკურსში მონაწილეობისთვის "CSM"-თან ერთად კიდევ ოთხი უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტები იყვნენ მიწვეულნი.
„ურბანული გარემო თბილისში" – ასეთი იყო თემა, რომლის ინოვაციურად წარმოდგენაც კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებს დაევალათ. მათ ეს მოახერხეს და სპეციალურად მოწვეული ჟიურის შეფასებით, მეორე ადგილიც დაიკავეს. CSM-ის გუნდი პროფესიონალური ფოტოაპარატით: Nikon D5100 და SAMSUNG-ის ფირმის ე.წ. Flip კამერით დაჯილდოვდა, რითაც კავკასიის მედიის სკოლის სტუდია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მედიის სკოლის სტუდენტებს თამთა გაზაშვილს, მარი ოთარაშვილს, ბექა ადამაშვილს, ლევან ჟორჟოლიანს და ნანუკა ქაჯაიას კონკურსში მონაწილეობისთვის. ასევე, პროექტ IREX G-MEDIA-ს გუნდს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების კონკურსში მიწვევისთვის და საჩუქრებისთვის.
მედიის სკოლის სტუდენტები IREX G-MEDIA-ს პროექტში
11 იანვარი