მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

29 მაისი 2023

29 მაისს, კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, ასევე, PR (პიარისა) და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა.

 

ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი:

 

  • I ადგილი - მარიამ ბექაია, თეკლა ზღუდაძე

თემა- გარემოსდაცვითი ღირებულებებისა და ემოციური მარკეტინგის ინტეგრაცია მდგრადი სამომხმარებლო ქცევის სტიმულირებისთვის.“


  • II ადგილი - მარიამ კალანდაძე, ნიტა გოლეთიანი

თემა-  ეთიკური გადაწყვეტილებების როლი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.“    

 

  • III ადგილი - ანანო დიდებაშვილი, ლიზი ახალაძე

თემა- „რამდენად ნორმალიზებულია საქართველოში მედიის წარმომადგენლებისათვის არასამუშაო საათებში ანაზღაურების გარეშე შრომა?