27 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, მასტერკლასი გაიმართა.
კავკასიის მედიის სკოლის დეკანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა აბიტურიენტებთან ისაუბრა შემდეგ თემებზე:
- რა გამოწვევები აქვს დღეს მედიას?
- ვის უნდა ემსახურებოდეს?
- როგორ უნდა იყოს ჟურნალისტი პრინციპულიც და ეთიკურიც?
- როგორ უნდა აირიდოს გავლენები?
- როგორ უნდა გახდეთ პროფესიაში წარმატებული?
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, ნინო ჟიჟილაშვილმა აბიტურიენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრაზე აბიტურიენტებმა, ასევე დაათვალიერეს კავკასიის მედიის სკოლის სტუდია,
მასტერკლასის ფარგლებში, მათ გადაიღეს, დაამონტაჟეს და მოსინჯეს სტუდიური ჩაწერა.
მასტერკლასის დასრულების შემდეგ, აბიტურიენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.