28 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის პიარისა და კომუნიკაციის მეოთხე კურსის სტუდენტებმა საბაკალავრო პროექტები წარადგინეს.
ნაშრომის დაწერის ნაცვლად, სტუდენტები 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, სტაჟირებას გადიოდნენ უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებსა და სტარტაპებში. ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, პრაქტიკაში განახორციელეს, შეიძინეს ახალი საქმიანი კონტაქტები და რეალურად დაგეგმეს და განახორციელეს პიარ კამპანიები.
სტუდენტებმა მუშაობის პერიოდში შექმნეს და განავითარეს ბრენდის სოციალური ქსელები, შეიმუშავეს სტრატეგია, საკომუნიკაციო გეგმა, გაწერეს საჭირო ბიუჯეტი, განსაზღვრეს სამიზნე აუდიტორია, დაიწყეს თანამშრომლობა ახალ პარტნიორ ორგანიზაციებთან, შექმნეს საინტერესო ვიდეო და ფოტო-კონტენტი, დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.
ამ თვეების განმავლობაში ჰქონდათ ყოველკვირეული შეხვედრები კომპანიის წარმომადგენელთან და ასევე, ჰყავდათ ხელმძღვანელი უნივერსიტეტიდანაც, რომლებიც ერთად აფასებდნენ სტუდენტების გაწეულ სამუშაოს, აძლევდნენ მათ რეკომენდაციებს და ზრუნავდნენ, პროცესის სწორად წარმართვაში.