კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის პროფესორ რიშელ როჯერსის მასტერკლასი ჩატარდა.
მასტერკლასის თემა - Digital Storytelling - ციფრული თხრობა. რიშელ როჯერსი აშშ-ს საელჩოს ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სემესტრში კავკასიის მედიის სკოლის მოწვეული ლექტორია.
რიშელ როჯერსს აქვს ამერიკულ ტელევიზიებში პროდიუსერად და ჟურნალისტად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ის მუშაობდა ABC-ის ახალი ამბებისა ტოქშოუებისთვის, მისი კარიერა მოიცავს პროდუსერად მუშაობას CNN-ზე, ოფრა უინფრის ქსელისთვის.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.