რიშელ როჯერსმა "ციფრული თხრობის" 1-სემესტრიანი კურსი დაასრულა

18 დეკემბერი 2021

კავკასიის მედიის სკოლაში "ციფრული თხრობის" 1-სემესტრიანი კურსი დაასრულა ამერიკელმა პროფესორმა რიშელ როჯერსმა. ჟურნალისტიკის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა თანამედროვე თხრობის ტექნიკები აითვისეს და საინტერესო მასალები შექმნეს. 

 

რიშელ როჯერსი ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და ამბის თხრობის“ სამაგისტრო პროგრამას ხელმძღვანელობს. სხვადასხვა დროს ის ABC-ისა და CNN-ზე იყო ისეთი ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტების პროდიუსერი, როგორებიც არიან პიტერ ჯენინგსი, ტედ კუპელი, ოფრა უინფრი, ბარბარა უოლტერსი. 

 

რიშელ როჯერსი CSM-ს აშშ-ს მთავრობის ფულბრატის პროგრამის ფარგლებში სტუმრობდა. პროექტი გაგრძელდება მომდევნო წელსაც.