სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში“

18 დეკემბერი 2023
16 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სამეცნიერო კონფერენცია "მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში" გაიმართა, რომელიც ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსში 2021 წელს გამარჯვებული პროექტის "მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში" ფარგლებში. 
 
კონფერენციაზე ორწლიანი კვლევითი პროექტის შედეგებისა და პროექტის ფარგლებში მომზადებული პუბლიკაცია წარადგინეს.
 
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მედიაწიგნიერების საკითხებზე მომუშავე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მკვლევრები და სკოლის პედაგოგები.