4 ივნისს, კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, ასევე, PR (პიარისა) და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა.
ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი:
I ადგილი - ნიტა გოლეთიანი, მარიამ კალანდაძე:
- თემა „მომხმარებლის გამოცდილების (UX-ის) გავლენა და მნიშვნელოვნება ელექტრონული კომერციის ვებგვერდების გამართულ ფუნქციონირებაზე.''
II ადგილი - სონია ანასტასია ჰულსტი:
- თემა „კულტურული დიფერენციაციით გამოწვეული სირთულეები მარკეტინგულ და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში”
III ადგილი - ნინო კიკვაძე, ნინო სიგუა:
- თემა-„ხელოვნური ინტელექტის განვითარების ასახვა თანამედროვე ჟურნალისტურ პრაქტიკაში“
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს.