კავკასიის უნივერსიტეტში დასრულდა საზაფხულო სკოლა "ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ’’.
საზაფხულო სკოლა ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა მიიღო თბილისის ოთხი სკოლის 60-მდე მოსწავლემ.
სესიებს უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ჯოლოგუა.
საზაფხულო სკოლა ჩატარდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის - "მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კავკასიის მედიისა და განათლების სკოლების თანამშრომლობით.