WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - მეოთხე ონლაინ ლექცია

3 ივნისი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებისთვის WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - მეოთხე ონლაინ ლექცია ჩატარდა.

 

ლექცია წაიკითხა ყატარის საერთაშორისო სასამართლოს იურიდიული ურთიერთობებისა და პარტნიორობის მენეჯერმა - ფატიმა ალ-ალიმ, რომელიც ყატარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია. ლექციის თემა იყო: „მოწოდება ცნობიერების ამაღლებისკენ“.

 

მსოფლიო ინოვაციებისა და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტის (WICMI) უახლესი პროგრამა - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“- მიზნად ისახავს 7 ინტერესის სფეროდან (განათლება, საზოგადოება, კომუნიკაციები, მართვა, გარემო, ბიზნესი და ტექნოლოგიები და მონაცემები) ექსპერტების მოზიდვასა და მათ დაკავშირებას კოლეჯებსა და უნივერსიტეტებთან, რაც კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ლექციებს.

  

შემდგომი თვის ლექციების განრიგი:

  • ლექცია V- 13 ივნისი, 11.00 საათი
  • ლექცია VI – 18 ივლისი, 11.00 საათი