ტრენინგები და სემინარები სომხეთში, ერევანში მიმდინარეობდა და მას პოლონელი ტრენერები უძღვებოდნენ. ქართველების გარდა პროექტში სომეხი, გერმანელი და ესპანელი ახალგაზრდებიც იყვნენ ჩართული. კავკასიის მედიის სკოლას ერევანში შვიდი სტუდენტი - ლევან ჟორჟოლიანი, ნინო იმნაიშვილი, ბექა ადამაშვილი, ქეთი მიქიაშვილი, ბექა ჯიბლაძე, დავით ხარაიშვილი და ნიკი პერკინი - წარმოადგენდა. ტრენინგის მიმდინარეობისას მისი მონაწილეები ინტერესების მიხედვით ორ ჯგუფად დაიყვნენ: ვიდეო ჟურნალისტიკის და “Cross-მედიის”. კურსის ბოლოს კი ჯგუფებმა მათ მიერ მომზადებული ინდივიდუალური პროექტები წარმოადგინეს. ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული მოწონება ვიდეო ჟურნალისტიკის ჯგუფის პროექტმა დაიმსახურა, რომელიც ”იუნესკოს” მიერ ერევნის 2012 წლის ”წიგნების მსოფლიო დედაქალაქად” გამოცხადებას ეხმაურებოდა. კურსის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები
ვიდეო
CSM-ის სტუდენტები ”Youth4media”-ს მედიაბანაკში
11 იანვარი