კავკასიის მედიის სკოლისა და ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის (NJCU) მედიახელოვნების 3-წლიან ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ჩასაბარებელი საგნები:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- ინგლისური ენა;
- მესამე საგნად ერთ-ერთი ჩამოთვლილთაგან: მათემატიკა, ისტორია, ხელოვნება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნას B2 დონეზე (IELTS-6.0; TOEFL-78; B2 დონის სხვა რელევანტური საერთაშორისო სერტიფიკატი) ან აბარებს უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებულ B2 დონის შესაბამის გამოცდას.
პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მედიახელოვნების 3-წლიანი ერთობლივი პროგრამის ფასი: 21 500 ₾.
