პროგრამის მიმოხილვა

მედიახელოვნების 3 წლიანი ერთობლივი  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა განაპირობა მედია-არტის, კრეატორებისა თუ ციფრული კომუნიკაციის  მულტიფუნქციური უნარების მქონე პროფესიონალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ. პირველად ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე შემოდის ისეთი ერთობლივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ორიენტირებულნი იქნებიან სახელოვნებო-შემოქმედებითი იდეების მაქსიმალურ გენერირებაზე, მრავალფეროვანი და ინტერდისციპლინური კომპენტეციებისა თუ ტექნიკების გამომუშავებაზე.

 

პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება:

 

  • ხელოვნების სხვადასხვა კლასიკური დარგის თეორიული ცოდნა (კინო, მხატვრობა, ლიტერატურა, თეატრალური ხელოვნება) და პრაქტიკული უნარები (შემოქმედებითი კომუნიკაცია, პერფორმანსი, ხატვა);
  • ვიდეო/კინოპროდაქშენის მთელი ციკლის ცოდნა და პრაქტიკაში მისი გამოყენების უნარები;
  • ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა და გამოყენების უნარები;
  • სახელოვნებო, სოციალური თუ კულტურული პროექტების მართვის უნარები.

 

პროგრამის ფარგლებში თქვენ 2 წელი ისწავლით კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში, მე-3 წელს კი გაატარებთ აშშ-ის ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტში.

 

მისი დასრულების შემდეგ  ბაკალავრის კვალიფიკაციას განიჭებთ ორივე უნივერსიტეტი:

 

  • მედიახელოვნების ბაკალავრი, CU
  • ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი მედიახელოვნებაში, NJCU