სასწავლო კურსის - "ERP სისტემები"

24 მარტი 2025

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებმა სასწავლო კურსის - "ERP სისტემები" - ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ღირებულებათა ჯაჭვის ბიზნეს თამაშში: “Fresh Conection”. თამაშში მონაწილეობა მიიღო 350-ზე მეტმა სტუდენმა 60 უცხოური უნივერსიტეტიდან.

 

ბიზნეს თამაშში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

 

Fresh Conection-ში მონაწილეობით სტუდენტებმა მიიღეს უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მათ დაეხმარებათ ERP სისტემების გამოყენებით კომპანიებში გადაწყვიტონ მიწოდების ჯაჭვის კომპლექსური ამოცანები.

 

ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის პროგრამა არის გერმანული TH Wildau-ის უნივერსიტეტისა და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც გასცემს ლოგისტიკის ინჟინრის ერთობლივ ხარისხს.