კიბერუსაფრთხოების კონფერენცია კავკასიის უნივერსიტეტში

30 მარტი 2019

30 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე დელეგატებმა წარადგინეს მოხსენებები კიბერუსაფრთხოებასა და პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიაში არსებულ აქტუალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მომხსენებლებთა შორის, კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებთან და კრიპტოგრაფებთან ერთად, იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.

 

სკოლის მოსწავლეებმა წინასწარ გადმოგზავნეს ანოტაცია და პრეზენტაციები გამართეს. კონფერენციის მსვლელობისას ქართული კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა პლენარულ მოხსენებები წარადგინეს.

 

კონფერენცია ორგანიზებულია კავკასიის უნივერსიტეტის და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) მიერ.

 

ღონისძიების ფარგლებში წარდგენილი თემები გამოქვეყნდება თეზისების კრებულში, ხოლო სრული სტატიები - სამეცნიერო-პრაქტიული კიბერუსაფრთხოების ჟურნალში (SPCSJ).

 

კონფერენციის მონაწილეებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები ხოლო გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.