CST-ის პროფესორი არჩეულ იქნა საკომუნიკაციო სისტემების საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარედ და ტექნიკური კომიტეტის წევრად

5 მაისი 2026

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ელექტრონიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ნოდარ უღრელიძე არჩეულ იქნა საკომუნიკაციო სისტემების საერთაშორისო კონფერენციის (ECCS 2026) IV სექციის (Signal Processing & Electronic Design) თავმჯდომარედ და ტექნიკური კომიტეტის წევრად.


European Conference on Communication Systems (ECCS), რომელიც ქ. ვენაში იმართება, წარმოადგენს ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ფორუმს, რომელიც აკადემიური წრეების, მკვლევარებისა და ინდუსტრიის ლიდერების შეხვედრის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა (www.eccs.net).


პროფესორ ნოდარ უღრელიძის ეს წარმატება, ხაზს უსვამს მის მაღალ კვალიფიკაციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი აკადემიური გუნდი აქტიურად არის ჩართული გლობალურ სამეცნიერო პროცესებში და ქმნის ღირებულ წვლილს ICT სფეროს განვითარებაში.