15–19 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტები ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს ერთ–ერთ ისტორიულ მხარეში – ხევსურეთში გაემგზავრნენ.
მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მოენახულებინათ ხევსურეთის ულამაზესი ბუნება და ღირსშესანიშნაობები. ექსკურსია მიზნად ისახავდა სტუდენტთა დაახლოებას და მათ შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებას. სტუდენტებმა ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის პირველკურსელებისათვის საორიენტაციო შეხვედრები დაგეგმეს.