CST-ის სტუდენტები კომპანია "ალგორითმს" ეწვივნენ

11 იანვარი

21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტები კომპანია "ალგორითმს" ეწვივნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ამ საწარმოს მუშაობას გაცნობოდნენ.

"ალგორითმს" საქართველოს IT ტექნოლოგიების ბაზარზე ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი უკავია. კომპანია აწარმოებს IT პროდუქციისა და თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების იმპორტს საქართველოში. სექტემბრის თვეში კომპანიამ მოიპოვა ISO-9001:2008 სერტიფიკატი, რაც გულისხმობს, რომ შპს „ალგორითმის" საწარმო შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, იგი აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და რესურსით, რაც დადგენილია მსოფლიო მასშტაბით. "ალგორითმი" თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან, როგორებიცაა LG, Toshiba, NEC, Creative, Gigabyte, A4-Tech, Aver media, Opti-Ups, Dell, Glacial Tech, Digitex, KME, GMB,TP link, Team group, Palit და სხვა. კომპანიას ჰყავს პროფესიონალი სპეციალისტების გუნდი, რომლებიც ტექნოლოგიური სიახლეების მუდმივ ძიებაში არიან.

"ალგორითმსა" და კავკასიის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სექტემბრიდან კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტები კომპანიაში პრაქტიკას გაივლიან