მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი - უკან მომავალში 1918

9 ივნისი 2018

9-10 ივნისს, ტექნოპარკში „მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი - უკან მომავალში 2018“ გაიმართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის მეორე კურსელებმა III ადგილი მოიპოვეს.

 

ისინი ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ საინტერესო ხელსაწყოს შექმნას, რომლის გამოყენებითაც, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდს საზოგადოება უკეთ გაეცნობდა.

 

მესამე ადგილის მფლობელებმა, DataFest Tbilisi 2018-ზე დასასწრებ ბილეთებთან ერთად, ნოემბერში გამართულ ღონისძიებაზე ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი პროექტის წარდგენის შესაძლებლობა მიიღეს.

 

აღნიშნული პროდუქტი საშუალებას იძლევა 1919 წლის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა და გაარკვიოთ, თუ რომელი პარტიის მხარდამჭერი იქნებოდით, იმ დროში რომ დაბადებულიყავით.

 

ღონისძიება ForSet - ის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და ტექნოპარკი.

 

იმოგზაურეთ დროში