DeepSec 2022 დასრულდა. იგი კიბერ უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად ვენაში, ავსტრიაში ტარდება და აერთიანებს ამ სფეროში ოპერირებად კომპანიებსა და უსაფრთხოების სპეციალისტებს. კონფერენციაზე კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებმა და ბიზნეს ოპერატორებმა ისაუბრეს კიბერ დომეინში არსებულ სიახლეებზე, პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე.
DeepSec2022-ზე საქართველოდან ოთხი წარმომადგენელი შეარჩიეს ძირითად მომხსენებლად. ოთხივე მომხსენებელი კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლაში არსებული კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომელია:
• მაქსიმ იავიჩი (ცენტრის დირექტორი) - “Post-quantum Verkle Signature Scheme”
• გიორგი იაშვილი (ცენტრის დირექტორის მოადგილე) - “Machine learning use in OSINT”
• გიორგი ახალაია (მთავარი სპეციალისტი) - “Identification of the location in the 5G network”
• სერგო სიმონოვი (მთავარი სპეციალისტი)- “Wireless Keystroke Injection As An Attack Vector During Physical Assessments”