საინფორმაციო შეხვედრა - კიბერუსაფრთხოების და კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამები

22 თებერვალი 2025

21 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში - კიბერუსაფრთხოების და კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.


შეხვედრას გაუძღვა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი შოთა ნიჟარაძე.  

 

პირველ 3 წლიან კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამას კავკასიის უნივერსიტეტი ნიუ ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად (აშშ), ხოლო კომპიუტერულ მეცნიერებას ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად (აშშ) უკვე 4 წელია ახორციელებს.

 

პროგრამა აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს: მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი; ისწავლონ საზღვარგარეთ; დასაქმდნენ საერთაშორისო ბაზარზე.

 

ვრცლად ინპორმაცია პროგრამების შესახებ იხ. ბმულზე.