1 აპრილს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში, "Tbilisi GTUG"-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას "Tbilisi GTUG"-ის წარმომადგენლები და CST-ის სტუდენტები დაესწრნენ.
მათ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ალგორითმების რეალური გამოყენება, "NoSQL"-ის (Mongo DataBase და Machine Learning) მიმოხილვა. შეხვედრაზე ერთ-ერთმა მონაწილემ საკუთარი აპლიკაცია წარადგინა, რომელიც "magtifun.ge"-ის მობილური ვერსიაა. იგი აგრეთვე მუშაობს „ანდროიდზე", "iOS"–სა და სხვა მობილურ სისტემებზე.
“Tbilisi GTUG”-ის ღონისძიება CST–ში
11 იანვარი