საინფორმაციო სისტემისა და კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შინარ მუსირალიევა და ალ ფარაბის ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტის დოქტორანტი გულშატ ბაისპეი კავკასიის უნივერსიტეტს და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციას ესტუმრნენ.
სტუმრები შეხვდნენ შოთა ნიჟარაძეს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანს და კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორს, პროფესორ მაქსიმ იავიჩს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამები და კვლევითი პროექტები კიბერუსაფრთხოების სფეროში. ასევე, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა ინსტიტუტებს შორის.