“UGT”-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11 იანვარი

"UGT"-სა და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს მხარეებს შორის ერთობლივი, ურთიერთშეთანხმებული ისეთი საქმიანობების განხორციელება, როგორიცაა აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში სტუდენტების პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, კვალიფიციური კადრების მომზადება, საერთო ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების ორგანიზება და განხორციელება.