4-6 მაისს, ქუთაისმა პროგრამირების ოლიმპიადას - "ვეკუას თასი 2012" - უმასპინძლა.
ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა სკოლისა და უნივერსიტეტის მოსწავლეები/სტუდენტები, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის 2 გუნდი:
I გუნდი: დემურ ნოდია , გეგი ფირცხალავა, გიორგი ტყეშელაშვილი
II გუნდი: გიორგი გაგოშიძე, ირაკლი ჭიტაძე, ირაკლი გოგოლაძე
ოლიმპიადის პირველი დღე გუნდურ შეჯიბრებას დაეთმო, ხოლო მეორე დღეს სტუდენტები/მოსწავლეები ინდივიდუალურად იღებდნენ მონაწილეობას.
CST-ის ამ ორი გუნდისთვის "ვეკუას თასი 2012" პირველი ოლიმპიადა იყო და გამოუცდელობის მიუხედავად, მათ მაინც კარგი შედეგი აჩვენეს. სტუდენტების თქმით, ქუთაისში მიღებული გამოცდილება შეუფასებელია.