CST-ის სტუდენტებმა კონკურსში გაიმარჯვეს

11 იანვარი

IT ინკუბატორის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი "StartApp", რომელიც 12 საათი გრძელდებოდა.

 

კონკურსის მონაწილეებს უნდა დაეწერათ „ანდროიდ აპლიკაცია", რომლის დანიშნულებას წარმოადგენდა ინგლისური ენის შემსწავლელთათვის სწავლის პროცესის გამარტივება. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტები - თორნიკე ბესტავაშვილი, ოთარ ზაკალაშვილი, დემურ ნოდია და გიორგი ტყეშელაშვილი. მათი გუნდი ჟიურის რჩეული გახდა. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრემია 3000 ლარის ოდენობით.

კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს სტუდენტებს ამ გამარჯვებას.