ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს შორის

23 თებერვალი 2023

კავკასიის უნივერსიტეტსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა - ლუკა მგელაძემ.

 

აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას და განზოგადებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და ბიუროში სტაჟირების,პრაქტიკის და დასაქმების შესაძლებლობას.