WISEC Academy - პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია

19 ივნისი 2024

22 მაისს, ჟან მონეს პროექტის ფარგლებში შექმნილ WISEC Academy-ის სასწავლო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.

 

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე კიბერუსაფრთხოების სფეროში ქალთა გაძლიერება.

 

პროექტის უპირველესი მიზანია, მეტი სრულყოფილების შეტანა ქალთა IT განათლებაში, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის სფეროებში, ქალთა განათლების ხარისხის გაზრდა საქართველოში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით და კომუნიკაციის გამყარება  აკადემიასა და საზოგადოებას შორის. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ქალების მიერ მონაცემთა დაცვის საკითხების გაგებას უფრო ფართო სოციალურ კონტექსტში.


ღონისძიება სამ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა პროფესორი მაქსიმ იავიჩი, კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი; მთავარი მკვლევარი.

 

შეხვედრის მეორე ეტაპზე მოწვეულმა სპიკერებმა წარადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:

 

  • Computer Networks and Linux Essentials – Module Presentation;
  • Principles of cyber security – Module Presentation;
  • European Data Protection Regulation – Module Presentation;
  • Ethical hacking – Module Presentation.

 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა რომ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ სპიკერებისგან.