მიღების წესები

კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ჩასაბარებელი საგნები: 

 

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხოური ენა:ინგლისური
  • მესამე სავალდებულო საგანი: მათემატიკა /ფიზიკა

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

 

  • სკოლის ატესტატი (ორიგინალი)
  • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • პირადობის მოწმობის 2 ასლი
  • დაბადების მოწმობის 2 ასლი
  • 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც)
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან)
  • დამატებითი ინფორმაციის ფორმა #1(ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და წარადგინეთ დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად)

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროგრამაზე მიიღებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეტალებთან  დაკავშირებით მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.