კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კვალიფიკაციის მისაღებად გათვალისწინებულია სტუდენტის მიერ 240 ECTS კრედიტის ათვისება. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკული და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილ დროს.
საბაკალავრო პროგრამის სწავლების ვადაა ოთხი, ხოლო დასაშვები ხანგრძლივობა ექვსი წელიწადი. პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.
პროგრამა სტრუქტურულად დაყოფილია ძირითადი სწავლის სფეროს სასწავლო და თავისუფალი კომპონენტის სასწავლო კურსებად:
ძირითადი სწავლის სფერო (209 ECTS კრედიტი):
- სავალდებულო სასწავლო კურსები - 169 ECTS კრედიტი;
- არჩევითი სასწავლო კურსები - 40 ECTS კრედიტი.
თავისუფალი კომპონენტი (31 ECTS კრედიტი):
- საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები - 15 ECTS კრედიტი;
- საუნივერსიტეტო არჩევითი სასწავლო კურსები - 10 ECTS კრედიტი;
- თავისუფალი კრედიტები - 6 ECTS კრედიტი.
დეტალებისთვის იხილეთ პროგრამა.