პროგრამის მიმოხილვა

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა გთავაზობთ ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამას, რომელიც შექმნილია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით. მასში გათვალისწინებულია ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნები.

 

პროგრამა მოიცავს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მიმართულებებს. პროგრამაში გათვალისწინებულია საბაზისო საგნები მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში,  რაც მყარ საფუძველს იძლევა ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგობრივი საგნების ათვისებისთვის.

 

პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც გულისხმობს სტუდენტის ან სტუდენტთა ჯგუფის მიერ რეალური პროდუქტის შექმნასა და მის საბოლოო პრეზენტაციას. წარმატების უზრუნველყოფის მიზნით პროდუქტის შექმნის თითოეულ ეტაპზე სტუდენტები მიიღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ლექტორებისაგან.

 

სტაჟირება და დასაქმება

 

პროგრამის სტრუქტურა სტუდენტებს საშუალებას აძლევს პროგრამის დასრულებამდე დაიწყონ ზრუნვა პროფესიულ კარიერაზე და დასაქმდნენ მე-3 ან მე-4 კურსიდან. სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში ან დაიწყონ სამსახური კავკასიის უნივერსიტეტის დასაქმების სამსახურის  ხელშეწყობით.