მიღების წესები

მიღების წესი

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  • შევსებული online აპლიკაცია (მასთან ერთად სამოტივაციო წერილი, სადაც უნდა აღწეროთ თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაზე სწავლა და როგორ დაგეხმარებათ იგი პროფესიულ ზრდაში, CV და ფოტოსურათი)
  • ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ
  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
  • უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სარეკომენდაციო წერილი
  • სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის)
  • ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი 3X4
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი

 

თარიღები:

 

  • საბუთების მიღება -  2 აგვისტო - 3 სექტემბერი,2021  ოთახი A 2
  • ტესტირება ინგლისურ ენაში - 6 სექტემბერი,2021
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება - 8 სექტემბერი.

 

გადახდის პირობები

 

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, რეგისტრირებული საგნების კრედიტების შესაბამისად.

 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი

 

  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე  დააგროვებთ მაქსიმალური საგრანტო ქულის  65% და მეტს 
     

 თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.

 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.