შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.
პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით.კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული online აპლიკაცია;
- ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და მისი დანართის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცლის ასლი;
- უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
- ორი ფერადი ფოტოსურათი 3X4 , ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი;
- რეზიუმე / CV;
- უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად.
თარიღები:
- საბუთების მიღება: 5 სექტემბერი 10:00-18:00 საათამდე, ოთახი A2, 2024;
- მისაღები და საგრანტო ტესტირება: 6-7 სექტემბერი, 2024;
- მიმღებ კომისიასთან გასაუბრება: 9-10 სექტემბერი, 2024.
გადახდის პირობები
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, რეგისტრირებული საგნების კრედიტების შესაბამისად.
მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ მაქსიმალური საგრანტო ქულის 65% და მეტს
თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
CU სტანდარტული გადასახადი |
CU გრანტის მოპოვებისას |
4 950 ლარი |
2 475 ლარი |
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.