პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის დასახელება: კიბერუსაფრთხოების სადოქტორო პროგრამა;

ხანგრძლივობა: 3 წელი;                                                                

სწავლების ენა: ინგლისური;

მოცულობა: 60 ECTS კრედიტი და კვლევითი კომპონენტი; 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კიბერუსაფრთხოების დოქტორი.

 

კიბერუსაფრთხოების სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს კავკასიის უნივერსიტეტის, ასევე ტექნოლოგიების სკოლის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს. პროგრამა მხედველობაში იღებს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული კიბერუსაფრთხოების სადოქტორო პროგრამების წარმატებულ გამოცდილებას, ასევე კიბერუსაფრთხოების კვლევის სფეროს განვითარების ტენდენციებს; პროგრამის მიზნებია:

 

  • მოამზადოს დოქტორანტები კიბერუსაფრთხოების სფეროში კვალიფიციურ მკვლევრებად, რომლებსაც შეეძლებათ გამოიყენოს დარგის თანამედროვე თეორიები და კვლევის მეთოდოლოგიები მომხმარებელთა ქცევისა და კიბერუსაფრთხოების ან მასთან დაკავშირებული სფეროს კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად.
  • კვლევის კომპეტენციების გამომუშავება: იმისათვის, რომ დოქტორანტებმა დამოუკიდებლად დაგეგმონ და ჩაატარონ ორიგინალური კვლევა შესაბამისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს სანდო მონაცემების გამოყენებას სამეცნიერო კვლევებისთვის.
  • ცოდნის გაღრმავება კრიტიკული ანალიზის საშუალებით: იმისათვის, რომ დოქტორანტებმა კრიტიკულად გააანალიზონ და შეაფასონ კვლევის შედეგები, რაც მათ საშუალებას მისცემს ჩამოაყალიბონ ორიგინალური დასკვნები და შეიმუშაონ თეორიულად და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციები კიბერუსაფღტხოების გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტისთვის.
  • აღჭურვოს დოქტორანტი პროგრესული პედაგოგიური უნარ-ჩვევებით, რათა მათ ეფექტურად გადასცენ ცოდნა სწავლების სხვადასხვა თანამედროვე მეთოდების მეშვეობით.
  • დოქტორანტები აღჭურვოს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მაღალი სტანდარტებით, რათა მათ ჩაატარონ და განახორციელონ კვლევა კეთილსინდისიერად და სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარებული ნორმების დაცვით.  
  • მოამზადოს დოქტორანტები იმისთვის, რომ აქტიურად მონაწილეობდნენ და ინტეგრირდნენ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებაში, რათა გაუძლიერდეთ კვლევითი თვალსაწიერი.

 

ეს მიზნები შექმნილია იმისთვის, რომ კიბერუსაფრთხოების სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულები იყვნენ არა მხოლოდ თავიანთი სფეროს ექსპერტები, არამედ იყვნენ ეთიკური, გლობალურად ინფორმირებული და ეფექტური პედაგოგები და განმანათლებლები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ როგორც აკადემიურ, ასევე ბიზნეს სექტორში საქართველოში.