სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ყველა სასწავლო კომპონენტი არის ერთსემესტრიანი. სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას. სასწავლო კვირა მოიცავს როგორც საკონტაქტო, ასევე დამოუკიდებელ საათებს. სემესტრი შეიძლება მოიცავდეს 2 ან 16 კალენდარულ კვირიან პერიოდს. სემესტრში სასწავლო კვირათა რაოდენობა დგინდება ყველა მიღებისთვის ინდივიდუალურად.
პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობაა 3 წელი (6 სემესტრი). მაქსიმალური ხანგრძლივობაა 5 წელი (10 სემესტრი). კიბერუსაფრთხოების სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო (60 ECTS კრედიტი) და კვლევითი კომპონენტებისგან. კვლევითი კომპონენტი მოიცავს არანაკლებ 2 წელს (4 აკადემიური სემესტრს).
|
I წელი |
II წელი |
III წელი |
|
|
42 ECTS |
18 ECTS |
4 აკადემიური სემესტრი |
|
|
სემინარები და მეთოდოლოგიური საგნები |
სწავლება -ასისტირება კვლევითი-ასისტირება |
დისერტაცია |
|
სასწავლო კომპონენტის 60 ECTS-დან:
- 34 ECTS კრედიტი მოდის სავალდებულო სემინარებსა და მეთოდოლოგიური კურსებზე;
- 6 ECTS კრედიტი - არჩევით სემინარზე (სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი არჩევითი სემინარი);
- 20 ECTS კრედიტი - სავალდებულო სწავლება ან/და კვლევის ასისტირების მოდულზე.
-
-
კვლევის კომპონენტი მოიცავს დისერტაციას. დისერტაციის დაცვამდე დოქტორანტი ვალდებულია:
-
- მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კონფერენციაში სადისერტაციო თემატიკის მიმართულებით;
- დოქტორანტი ვალდებულია არანაკლებ ორი სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნოს (ან გამოქვეყნების შესახებ თანხმობა ქონდეს). მათ შორის ერთი სტატია გამოქვეყნებული უნდა იყოს სფეროს სპეციფიკის შესაბამის უცხოურ საერთაშორისო ინდექსის მქონე რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში. გამოქვეყნებული სტატიები თემატურად დაკავშირებული უნდა იყოს დისერტაციის თემასთან.
- კვლევის კომპონენტზე რეგისტრაციის შემდეგ დოქტორანტი ვალდებულია ყოველი სემესტრის ბოლოს წარმოადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ განსაზღვრული ფორმების მიხედვით.

იხილეთ პროგრამა.
