13-16 ივნისს, კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების ოფიციალური დაცვა გაიმართა. კომისიის წინაშე 36 სტუდენტი წარსდგა.
დაცვაზე წარდგენილ იყო შემდეგი თემატიკის ნაშრომები: შიდა ტურიზმის მარკეტინგი პოსტპანდემიურ პერიოდში, პილიგრიმული ტურიზმი, ავიაციის განვითარების როლი საქართველოს ტურიზმში, სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში, ემოციური ინტელექტის როლი მომსახურების სფეროში და ა.შ.
კომისიის წევრები იყვნენ: ტურიზმის სკოლის დეკანი, ნინო კალანდაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები, თეიმურაზ ხუციშვილი, ლევან წიქარიშვილი და ამავე სკოლის ადმინისტრაციული დირექტორი, დიკო კოპალეიშვილი.
საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ასევე ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.