გასვლითი შემეცნებითი ლექცია ჯავახეთის რეგიონში

28 ოქტომბერი 2019

27 ოქტომბერს, კურსის, "საწარმოო პრაქტიკა ტურიზმში", ფარგლებში მოეწყო გასვლითი შემეცნებითი ლექცია ჯავახეთის რეგიონში.

 

ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა მოინახულეს: ფარავნის ტბა, საღამოს ტბა, ფოკის დედათა მონასტერი, სოფელი გორელოვკა - ეთნოგრაფიული მუზეუმი და მადათაფის ტბა.

 

ლექცია დატვირთული იყო, როგორც ბუნებრივი ძეგლების მონახულებით, ასევე უცხო და საინტერესო კულტურის გაცნობით. 

 

სოფელ გორელოვკაში სტუდენტებს შეხვდნენ დუხობორები და პირადად გააცნეს თავიანთი ტრადიციები, მატერიალური და არამატერიალური კულტურა. ტურს უძღვებოდა კავკასიის ტურიზმის სკოლის ლექტორი თეონა თაბორიძე. 

 

სასწავლო-შემეცნებითი ტური დაფინანსებულ იქნა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ.