გასვლითი ტური - გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

18 მარტი 2023

18 მარტს, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის, გასვლითი ტური მოეწყო გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში.

 

სტუდენტებმა დაათვალიერეს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ნივთები, გაეცნენ მის ბიოგრაფიას და ნახეს სახლი, სადაც პოეტმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, ასევე მიიღეს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მუზეუმს და გალაკტიონის მოღვაწეობას  უკავშირდებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ მუზეუმი 1999 წელს დაფუძნდა, მისი რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდა, რის შედეგადაც მივიღეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მუზეუმი, რომლის მიმართ ინტერესი მზარდია.

 

გასვლით ტურს ორგანიზება გაუწია კავკასიის ტურიზმის სკოლამ, ორგანიზების ნაწილში ჩართული იყო სკოლის დეკანი დიკო კოპალეიშვილი და პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი თორნიკე ფურცელაძე.