ტურიზმის სკოლის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

17 ივნისი 2021

14, 15 და 16 ივნისს, ტურიზმის სკოლაში დამამთავრებელი კურსის საბაკალავრო ნაშრომების ოფიციალური დაცვა ჩატარდა. კომისიის წინაშე 40 სტუდეტი წარდგა.

 

სტუდენტებმა წარმოადგინეს და განიხილეს ნაშრომები, ტურიზმის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით. 

 

კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ ტურიზმის სკოლის დეკანი, ნინო კალანდაძე, კავკასიის უნიივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ ხუციშვილი, ასისტენტ-პროფესორი ლევან წიქარიშვილი და ამავე სკოლის ადმინისტრაციული დირექტორი, დიკო კოპალეიშვილი. დაცვას ასევე ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორები და სტუდენტები.


ღონისძიება კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა.