ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

14 ივნისი 2024

10, 11 და 12 ივნისს, კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების ოფიციალური დაცვა გაიმართა.

 

დაცვაზე წარდგენილ იყო შემდეგი თემატიკის ნაშრომები: კინო ტურიზმის განვითარება საქართველოში, ექსტრემალური ტურიზმი, ეთნიკური ტურიზმი, როგორც ახალი ტურისტული მიმართულება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ტურიზმში, ტურისტული ატრაქცია - ხორბლის მუზეუმი საქართველოში და ა.შ.

 

კომისიის წევრები იყვნენ: ტურიზმის სკოლის დეკანი, დიკო კოპალეიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები, თეიმურაზ ხუციშვილი, ლევან წიქარიშვილი, ასევე სკოლის ასისტენტ პროფესორები: ხათუნა მურჯიკნელი და ნატო რობიტაშვილი, ასევე სკოლის მოწვეული ლექტორები: მარიამ თათარაშვილი, ეკატერინე გლოველი, თამარ გეგელიძე და ნინო თიგიშვილი და ამავე სკოლის ადმინისტრაციული დირექტორი, თორნიკე ფურცელაძე.

 

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა წარიმართა საჯარო ფორმატში და კომისიის წევრების გარდა მას ესწრებოდნენ სხვა დაინტერესებული პირები.