სასწავლო ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე

5 ივნისი 2024

მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი პროგრამის სტუდენტები, მაისის თვეში იმყოფებოდნენ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, სადაც დაცული ტერიტორიების დირექტორმა გიორგი სულამანიძემ ჩაუტარა პრეზენტაცია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ და გააცნო დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკა, იქ არსებული ბიომრავალფეროვნება და ეკოტურისტული სერვისები.

 

პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და გაცნობოდნენ დაცულ ტერიტორიაზე არსებულ "ვალდ ჰოტელ ლაგოდეხს", სადაც  კითხვა-პასუხის რეჟიმში, სასტუმროს მენეჯერისგან მიიღეს  მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

 

ბოლოს, სტუდენტებმა მოინახულეს საგანამანთლებლო ბილიკი რეინჯერთან ერთად, მიიღეს ინფორმაცია და ადგილზე შეისწავლეს როგორ ხდება ბილიკის დაგეგმვა.