პროფესორ ედუარდ პერის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 ოქტომბერი 2023

22-27 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის პროფესორ ედუარდ პერის უმასპინძლა.

 

მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი  სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის ჩატარდა ინტენსიური სალექციო კურსი "სასტუმროს მართვაში". 

 

ედუარდ პერი გახლავთ აშშ-ის და კანადის ცნობილი უნივერსიტეტების პროფესორი:Farleigh Dickinson University, New Jersey, USA. Professor, International School of Hospitality and Tourism Management;George Brown College, Toronto, Ontario. Professor, School of Business;Seneca College, Toronto, Ontario. Professor, School of Hospitality and Tourism. მას აქვს არაერთი ნაშრომი მასპინძლობის მენეჯმენტის და ბიზნესის მიმართულებით. 

 

შეხვედრა გაიმართა ასევე მაღალი კურსის სტუდენტებთან, სადაც საუბარი იყო დარგის მნიშვნელობაზე და ტურიზმის როლზე საქართველოში.

 

სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ფერლი დიკინსონის პროფესორების არაერთი სალექციო კურსი იგეგმება კავკასიის უნივერსიტეტში.

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის (აშშ) ერთობლივი პროგრამა მასპინძლობის მენეჯმენტში პირველი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამაა საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტი მიიღებს ორი უნივერსიტეტის დიპლომს. პროგრამა სტუდენტს ანიჭებს კავკასიის ტურიზმის სკოლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ტურიზმში და ფერლი დიკინსონის ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხს მასპინძლობასა და ინოვაციურ და მაღალხარისხიან ტურიზმში.