ტურიზმის ლექტორის ვიზიტი ITB-ბერლინზე

13 მარტი 2024

ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, წელს ბერლინში 5-7 მარტს გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმში დასაქმებული ადამიანები იმყოფებოდნენ, მათ შორის იყვნენ საქართველოდანაც.

 

წლევანდელ გამოფენაზე იმყოფებოდა ტურიზმის სკოლის ლექტორი - თამარ ახალბედაშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა აქტივობებსა და ვორკშოფებში. თამარმა უცხოელებს გააცნო საქართველო, ასევე ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და პერსპექტივები.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველო ITB-ბერლინზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი, რამაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა საერთაშორისო მასშტაბით.