კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორები "მსოფლიო ტურისტულ რუკაზე - ITB BERLIN"

17 მარტი 2023

გასულ კვირას, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს ჰქონდა პატივი ყოფილიყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB BERLIN-ის მასპინძელი ქვეყანა.

 

გამოფენის კონცეფცია და სლოგანი გახლდათ - „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა ყველა აქტივობა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კი რამდენიმე წლიანი შრომა გასწია მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის საუკეთესოდ წარმოსაჩენად. მიღებული უკუკავშირით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღირსეულად წარვდექით გლობალურ ფორუმზე.

 

გამოფენაზე, უამრავი ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, რომლებიც ტურიზმის სფეროში ოპერირებენ. კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან გამოფენაზე იმყოფებოდნენ ტურიზმის სკოლის ლექტორები: ლიკა ჩიხლაძე, ნინო ჩხაბერიძე, ნიკოლოზ სირაძე, ერეკლე მეფისაშვილი და თამარ ახალბედაშვილი, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ამ ინდუსტრიაში და ყველა რესურსით მუდმივად ცდილობენ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. გამოფენას ასევე ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი, ლიზი ნადირაშვილი.